CNN რუსულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთი სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმების შეჩერების გამო იმუქრება.
მოსკოვი აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება უპასუხოდ არ დარჩება.
„ჩვენ თვითონ გადავწყვეტთ, იქნება თუ არა ზომები სიმეტრიული, ასიმეტრიული თუ ის, რასაც ევროკავშირი არ ელის“, - განცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე გრუშკომ.
პოლიტიკური შეთანხმება რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის შეთანხმების სრულად შეჩერების შესახებ მიღწეულია, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.