რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ოფიციალური პირები რუსეთის მიერ ოკუპირებულ აღმოსავლეთ უკრაინაში „სამუშაო ძალის“ გაგზავნას განიხილავენ.
ამის შესახებ Associated Press-ი წერს. მისივე ცნობით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე ჩრდილოეთ კორეელები უკრაინაში ჩასვლას შეძლებენ.
ჩრდილოეთ კორეელი მუშაკების დასაქმება ნიშნავს, რომ რუსეთი არღვევს გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციებს ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებით, რომელსაც 2017 წელს დაუჭირა მხარი. შეგახსენებთ, სანქციები ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ და სარაკეტო პროგრამებთან დაკავშირებით დაწესდა.