ევროკავშირმა სამი რუსი დეპუტატის წინააღმდეგ სანქციები დააწესა.
უკრაინული მედიის ცნობით, კანონმდებლებს სანქციები უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შელახვის გამო დაუწესეს.
სახელმწიფო სათათბიროს წევრებმა ალა პოლიაკოვამ და ანტონ ტკაჩოვმა ოკუპირებულ დონბასში რუსეთის მარიონეტების აღიარებას მისცეს ხმა
ვალერი პონომარევს კი სანქცია რუსეთსა და უკრაინის აღმოსავლეთის ოკუპირებულ რეგიონებს შორის „თანამშრომლობის ხელშეკრულების“ რატიფიცირების მხარდაჭერისთვის დაეკისრა.