საქართველოს პრეზიდენტი კიდევ ერთხელ აფიქსირებს პოზიციას, რომ საქართველოს ომში ჩართვა არავის სჭირდება.
„პრემიერი, მთავრობა, უმრავლესობა გაემიჯნოს იმ რაღაც სამეულებს, ოთხეულებს თუ ვიღაცებს, რომლებიც წარმოუდგენელი ტექსტებით და რიტორიკით გამოდიან. არ შეიძლება, ჩვენ ერთი ხელით ვითხოვდეთ ევროპულ პერსპექტივას და კანდიდატის სტატუსს და მეორე მხრივ, ხან ვლანძღავდეთ ამერიკელ სტრატეგიულ პარტნიორს, ხან ევროკომისიას და ვაბრალებდეთ პარტნიორებს, რომ ომში უნდათ ჩართვა.
მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ არავის უნდა ომში ჩვენი ჩართვა და არც არავის სჭირდება ჩვენი ომში ჩართვა. ეს არის ისეთი მოგონილი ტყუილი, რომელიც საბჭოთა პროპაგანდისტული მანქანის დასრულების შემდეგ არავის სმენია. ცოტა, გონს მოვიდეთ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.