CNN კიევის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინელი სამხედროები ხერსონის რეგიონში, სამიზნეზე, მათ შორის მდინარე დნიპროზე გამავალ ხიდებზე თავდასხმას განაგრძობენ.
მისივე ცნობით, კახოვსკის ხიდზე გაჩენილმა ხანძარმა რამდენიმე დამატებითი ხვრელი გააჩინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის გამოუსადეგარი რჩება საოკუპაციო ძალებისთვის.
CNN წერს, რომ უკრაინული ძალები ბოლო ორი თვის განმავლობაში რუსეთისთვის საბრძოლო მასალის მიწოდების ხაზების განადგურებაზე კონცერტრირდნენ.
ამასთან,უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსულ ჯარებს სლოვიანსკის, ბახმუტის, ნოვოპავლივკასა და ავდიივკის მიმართულებით უკან დახევა აიძულეს.
„მტერი უკრაინის მასშტაბით, სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებზე საჰაერო და სარაკეტო დარტყმებს აგრძელებს, - ნათქვამია ინფორმაციაში.