ფინეთი უკრაინას დამატებით სამხედრო დახმარებას მიაწვდის

ფინეთის ხელისუფლება უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მერვე პაკეტს მიაწვდის.

თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, პირველ სექტემბერს, რესპუბლიკის პრეზიდენტმა მთავრობის წინადადების საფუძველზე გადაწყვიტა, რომ ფინეთი უკრაინას დამატებით სამხედრო აღჭურვილობას გაუგზავნის.

ფინეთის თავდაცვის სამინისტრო არ აკონკრეტებს უკრაინის დამატებითი სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის ჯამურ ღირებულებას, თუმცა, Reuters-ის ცნობით, საუბარია დაახლოებით, 8,3 მილიონ ევროზე.