დაახლოებით, 100 000-120 000 უკრაინელი ბავშვი შესაძლოა, იყოს დარჩენილი რუსეთის ძალების მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამის შესახებ ვიცე-პრემიერ-მინისტრმა დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხებში ირინა ვერეშჩუკმა უკრაინული ტელეარხების ეთერში განაცხადა.
მისივე განმარტებით, დაზუსტებულ ინფორმაციას არ ფლობენ.
„თუმცა, მაგალითად, ვიცით, რომ დონეცკის ოლქში ათიათასობით ბავშვია. ხერსონის რეგიონში ასევე ათიათასობით ბავშვია. ასევეა ზაპოროჟიეშიც. თუ ჯამურ მაჩვენებელზეა საუბარი, ვფიქრობ, დაახლოებით 100 000-120 000 ბავშვი უნდა იყოს", - განაცხადა ვერეშჩუკმა.