კიევი: რუსეთის ტყვეობიდან უკრაინის 14 დამცველი გათავისუფლდა

რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეთა გაცვლის ფარგლებში უკრაინის 14 დამცველი გათავისუფლდა. ამის შესახებ Ukrinform-ის ცნობით, საკოორდინაციო შტაბი იტყობინება.

„ონეცკის რეგიონში სამხედრო ტყვეთა მოპყრობის საკოორდინაციო შტაბის მუშაობის ფარგლებში, დღეს უკრაინასა და რუსეთს შორის სამხედრო ტყვეების მორიგი გაცვლა მოხდა. 14 უკრაინელი დამცველი სახლში დაბრუნდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

შტაბის ცნობით, გათავისუფლებულთა შორის არის 58-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის ათი სამხედრო მოსამსახურე და 30-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის ოთხი სამხედრო მოსამსახურე. ისინი რუსმა ოკუპანტებმა მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაატყვევეს. ასევე აღნიშნულია, რომ გათავისუფლებულთა შორის არიან ოფიცერი და სამხედრო მედიკოსი.