ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა, რომ მომავალ წელს დაიწყება რეალური მოლაპარაკებები უკრაინასა და მოლდოვასთან ევროკავშირში წევრობაზე. მისივე აზრით, ეს მოლაპარაკებები 3-4 წელს გაგრძელდება და 2029 წელს, შესაძლოა, გაწევრიანდნენ კიდეც ეს ქვეყნები, აქვე კუბილიუსის შეფასებით, ისმის კითხვა - სად იქნება საქართველო ამ დროს?
„თქვენ გაქვთ ერთი პრობლემა, რომელზეც უნდა ვილაპარაკოთ, ესაა, რას ნიშნავს დეოლიგარქიზაცია საქართველოში, რაც მკაფიოდ თქვეს ევროკომისიამაც და ევროპულმა საბჭომაც. რა თქმა უნდა, ყველამ იცის, რა გავლენა აქვს ბიძინა ივანიშვილს. ახალი არაფერია, ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანას, რომელსაც სურს ევროკავშირში გაწევრიანება, მსგავსი პრობლემები აქვს. მოლდოვას ჰქონდა პრობლემა პლაჰოტნიუკთან, უკრაინას - იანუკოვიჩთან, საქართველოს კი - ივანიშვილის გავლენასთან. ეს არის ის, რაც უნდა გადაწყვიტოთ.
შემდეგი ათწლეული იქნება მნიშვნელოვანი. გერმანია მზადაა, გაუძღვეს გაფართოების პროცესს. მომავალ წელს დაიწყება რეალური მოლაპარაკებები უკრაინასა და მოლდოვასთან ევროკავშირში წევრობაზე. ჩემი აზრით, ეს მოლაპარაკებები 3-4 წელს გაგრძელდება და 2029 წელს, შესაძლოა, გაწევრიანდნენ კიდეც. სწორედ აქ ისმის კითხვა, სად იქნება საქართველო ამ დროს?“ - განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა, რომლის კომენტარის თარგმანს ტელეკომპანია „ფორმულა“ ავრცელებს.