დიდ ბრიტანეთში ახალი პრემიერ-მინისტრის და კონსერვატიული პარტიის ახალი ლიდერის არჩევნებზე ხმის მიცემა დასრულდა.
პარტიის ლიდერობისთვის საგარეო საქმეთა მოქმედი მინისტრი ლიზ ტრასი და ფინანსთა ყოფილი მინისტრი რიში სუნაკი იბრძვიან.
შეგახსენებთ, რომ ბორის ჯონსონის შემცვლელის ვინაობა 5 სექტემბერს გახდება ცნობილი. ამასთან, 7 ივლისს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ „კონსერვატიული პარტიის“ ახალი ლიდერის არჩევის შემდეგ მთავრობის მეთაურის თანამდებობას დატოვებს.