ბრიტანეთის დაზღვევის ცნობით, რუსი სამხედროებისთვის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად მათი ანაზღაურება რჩება. ამის შესახებ ნათქვამია ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო მიმოხილვაშია ნათქვამი.
„რუსეთის შეიარაღებულ ძალებში სამხედრო მოსამსახურეების შემოსავალი შედგება მოკრძალებული ძირითადი ხელფასისგან, რომელსაც ავსებს პრემიები და დანამატები. უკრაინაში, დიდი საბრძოლო პრემიების გადაუხდელობასთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, სერიოზული პრობლემები იყო“, - ამბობს დაზვერვა.
მისივე ცნობით, აღნიშნული, ალბათ, გამოწვეულია არაეფექტიანი სამხედრო ბიუროკრატიით, „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ უჩვეულო სამართლებრივი სტატუსით და, სულ მცირე, მეთაურთა შორის აშკარა კორუფციით.
ბრიტანული დაზვერვა ასევე მიუთითებს რუსი სამხედროების გადაღლილობასა და დიდ დანაკარგებზე.