ჩინეთის ოფიციალური პირი, ლი ჟანშუ რუსეთში ვიზიტით ჩადის. ეროვნული სახალხო კონგრესის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარე, ვლადივოსტოკში, აღმოსავლეთის მეშვიდე ეკონომიკურ ფორუმს დაესწრება, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო Xinhua.
ლი ჟანშუ ყველაზე მაღალი რანგის ჩინელი ოფიციალური პირია, რომელიც რუსეთს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ეწვევა.
ეროვნული სახალხო კონგრესის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარე ოთხშაბათიდან 17 სექტემბრის ჩათვლით, ოფიციალური ვიზიტებით ეწვევა რუსეთს, მონღოლეთს, ნეპალსა და სამხრეთ კორეას.