სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, მაღალი რანგის სტუმრებს ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდათ ორივე ოკუპირებულ რეგიონში არსებული მდგომარეობის და ასევე ოკუპაციიდან მომდინარე საფრთხეები შესახებ.
ირაკლი ანთაძის თქმით, მნიშვნელოვანია წარმომადგენლობითი დელეგაციების სტუმრობა საოკუპაციო ხაზთან, მათ საშუალება აქვთ, საკუთარი თვალით ნახონ არსებული ვითარება.
„განვიხილეთ ისეთი მტკივნეული საკითხები, როგორებიცაა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი, უკანონო დაკავებები, ასევე ანექსიური ნაბიჯები, რომელიც პერიოდულად იდგმება. მნიშვნელოვანია ასეთი წარმომადგენლობითი დელეგაციები სტუმრობდნენ საოკუპაციო ხაზს, სადაც მაღალი რანგის სტუმრებს საშუალება აქვთ, საკუთარი თვალით იხილონ არსებული ვითარება და მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია ორივე ოკუპირებულ რეგიონთან დაკავშირებით და იქ არსებული, როგორც მიმდინარე სიტუაციის, ასევე უსაფრთხოების ზოგადი გარემოს შესახებ”, - განაცხადა ირაკლი ანთაძემ ჟურნალისტებთან.
შეგახსენებთ, საერთაშორისო კონფერენციის „დიდება უკრაინას“ მონაწილე ევროპარლამენტარები და ამერიკელი დიპლომატები სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ.