ჩემი აზრით, პუტინი წააგებს ომს უკრაინაში. უკრაინა ასევე დაიბრუნებს ტერიტორიებს, რომლებიც ამჟამად მოსკოვის კონტროლის ქვეშაა და კიევის სათანადო კონტროლს დაუბრუნდება და ამის შემდეგ აქაც იგივე მოხდება, - ამის შესახებ უკრაინასა და უზბეკეთში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორმა ჯონ ჰერბსტმა ოძისში, საოკუპაციო ხაზთან ყოფნისას განაცხადა.
„ბოლო ათწლეულის განმავლობაში ალბათ აქ ხუთ-ექვსჯერ ვიყავი. ეს ადგილი არის მნიშვნელოვანი როგორც უსაფრთხოების, ასევე სიმბოლური კუთხით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეერთებულ შტატებში და უფრო ფართოდ დასავლეთში ხალხმა გაიგოს, რა გაუკეთა მოსკოვმა საქართველოს 2008 წელს. სინამდვილეში, არამხოლოდ 2008 წელს - მოსკოვის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ დაიწყო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ.
დასავლეთს, შეერთებულ შტატებს დიდი დრო დასჭირდათ, გაეგოთ, რომ მოსკოვის აგრესია საქართველოსა და მოლდოვას წინააღმდეგ, ახლა კი უკრაინის წინააღმდეგ, კარგად გაცნობიერებული სქემის ნაწილია. ასე რომ, შეერთებულ შტატებს აქვს დიდი, დიდი ინტერესი, რომ ყველაფერი აქ და უკრაინაში უკეთესობისკენ შეცვალოს”, - აღნიშნა ჰერბსტმა „ინტერპრესნიუსის“ ცნობით.