კრამერი: სასაცილოა იმის მტკიცება, რომ აშშ-ს სურს ომში საქართველოს ჩათრევა და ყველა, ვინც ამას ამბობს, კრემლის პროპაგანდას იმეორებს

ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის უფროსმა მკვლევარმა, საერთაშორისო კონფერენციის „დიდება უკრაინას" ერთ-ერთმა ორგანიზატორმა და ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის გლობალური პოლიტიკის დირექტორმა, დევიდ კრამერმა განაცხადა, რომ აბსოლუტურად სასაცილოა იმის მტკიცება, რომ აშშ-ს სურს ომში საქართველოს ჩათრევა და ყველა, ვინც ამას ამბობს, კრემლის პროპაგანდას იმეორებს

„რუსული პროპაგანდა ცდილობს, დაადანაშაულოს აშშ და ევროპა. რა თქმა უნდა, აბსურდია იმის თქმა, რომ აშშ-ს სურს, საქართველო ომში ჩაებას. საქართველოს უკვე ჰქონდა ომი და მას არ სჭირდება კიდევ ერთი.

ჩვენ ვიხილეთ სოლიდარობა, რომელსაც ქათველი ხალხი გამოხატავს უკრაინის მიმართ, ჩვენ ვიხილეთ უკრაინის მხარდასაჭერად ქუჩაში გამოსული ათასობით ქართველი.

აბსოლუტურად სასაცილოა იმის მტკიცება, რომ აშშ-ს სურს საქართვრლოს ომში ჩათრევა და ყველა, ვინც ამას ამბობს, კრემლის პროპაგანდას იმეორებს“, – განაცხადა დევიდ კრამერმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან, სადაც თბილისის საერთაშორისო კონფერენციის - „დიდება უკრაინას“ მონაწილეებთან ერთად იმყოფებოდა.