უკრაინული მედიის ცნობით, ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა რუსეთში ელჩები სინქრონულად შეცვალეს.
„იგეგმება ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელის შეცვლა მოსკოვში. მარკუს ედერერმა დატოვა რუსეთი და უახლოეს მომავალში ამ თანამდებობას დაიკავებს საფრანგეთის ყოფილი ელჩი მალაიზიაში როლანდ გალიარაგი“,- წერს მედია წყაროებზე დაყრდობით.
4 სექტემბერს რუსეთში აშშ-ის საელჩომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ს ელჩმა ჯონ სალივანმა დაასრულა მუშაობა დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელად და მოსკოვი დატოვა.
მანამდე UNIAN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთში ევროკავშირის ელჩმა, მარკუს ედერერმა თანამდებობა დატოვა. თუმცა, მაშინ არ იყო ცნობილი, ვინ შეცვლდა ედერერს.