რუსთავის მეტალურგიული საწარმო "რუსელოისის" თანამშრომლები გაიფიცნენ. გაფიცულების მთავარი მოთხოვნაა ხელფასების 50 პროცენტიანი გაზრდა.
როგორც ცნობილია, საწარმო ამჟამად გაჩერებულია.
მუშების ნაწილი საწარმოს შესასვლელთანაა შეკრებილი და დირექციის პასუხს ელოდება.
"მძიმე სამუშაო პირობების ფონზე, 600-700-ლარიანი ხელფასი, სრულიად არასაკმარისია ცხოვრების მინიმალური პირობების დაკმაყოფილებისთვის", - აცხადებენ მეტალურგიული საწარმო "რუსელოისის" თანამშრომლები.