შონ პენსა და ბენ სტილერს რუსეთში შესვლა აეკრძალათ

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამერიკის კიდევ 25 მოქალაქე შეიყვანა იმ პირთა სიაში, რომლებსაც ქვეყანაში შესვლა აეკრძალათ. ამის შესახებ სამინისტროს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

სიაში შედიან მსახიობები შონ პენი და ბენ სტილერი. სიაში არიან აშშ-ს სენატის წევრები, ამერიკელი ოფიციალური პირები, ბიზნესმენები და არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლები.

შონ პენი და ბენ სტილერი უკრაინას მხარს უჭერენ მას შემდეგ, რაც რუსეთი მის ტერიტორიაზე შეიჭრა. პენმა ასევე დაიწყო დოკუმენტური ფილმის გადაღება შეჭრის შესახებ.  

აგვისტოს ბოლოს ზელენსკიმ შონ პენსა და ბენ სტილერს სახელმწიფო ჯილდოები გადასცა.