დნეპროპეტროვსკის ოლქში ნავთობის ბაზა განადგურდა. არის მსხვერპლი

დნეპროპეტროვსკის ოლქში, კრივოი როგის რაიონში ნავთობის ბაზაზე იერიში განხორციელდა. 

ამ დროისთვის ცნობილია, რომ ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა, ხოლო ნავთობის ბაზა განადგურდა.

ამის შესახებ ინფორმაციას, საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის რეგიონული სამმართველო და დნეპროპეტროვსკის საოლქო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლაი ლუკაშუკი ავრცელებს.