რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ უკრაინასა და რუსეთში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ვერ მიემგზავრება. თუმცა ყველაფერს აკეთებს უკრაინაში ომის შესაჩერებლად და მუდმივი კონტაქტი აქვს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან.
რომის პაპი აღიარებს, რომ ომთან დაკავშირებით დიალოგი „რთულია“.
„ახლა არ შემიძლია, გავემგზავრო, რადგან კანადაში ვიზიტის შემდეგ, მუხლის აღდგენის პროცესი შენელდა, ვითვალისწინებ ექიმის რეკომენდაციას. თუმცა მაქვს სატელეფონო კავშირი... ვაკეთებ ყველაფერს, რაც შემიძლია“, - აღნიშნა რომის პაპმა ფრანცისკემ.
მისივე თქმით, ვატიკანის რამდენიმე წარმომადგენელი ომის დაწყებიდან კიევში იმყოფება.
„ჩვენი წარმომადგენლობა იქ ძლიერია“, - აცახდებს რომის პაპი.