საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში სრული მხარდაჭერა აქვს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
ამასთან, თალაკვაძემ აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ბრიუსელში მნიშვნელოვანი ვიზიტი აქვს.
„ჩვენთვის ცნობილია ევროკავშირის მიერ მოწოდებული რეკომენდაციები და მოლოდინები რომელიც ევროკავშირს აქვს საქართველოსთან დაკავშირებით. საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში სრული მხარდაჭერა აქვს “, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ცნობისთვის, სამთავრობო დელეგაცია, მთავრობის მეთაურის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ბრიუსელში 5 სექტემბერს გაემგზავრა.