უკრაინული მედია: აზოვსტალის დამცველებთან ერთად, რუსეთის ტყვეობაშია ფეხმძიმე ქალი
აზოვსტალის დამცველებთან ერთად, რუსეთის ტყვეობაშია 9 თვის ფეხმძიმე ქალი, რომელიც რაც შეიძლება მალე უნდა გათავისუფლდეს. ამის შესახებ ერთ-ერთი დატყვევებულის მეუღლემ განაცხადა.
მისი თქმით, რამდენადაც ცნობილია, ქალაქ მარიუპოლის 2500-მდე უკრაინელმა დამცველმა დატოვა აზოვსტალის ქარხნის შენობა და თითქმის ყველა მათგანი რჩება სამხედრო ტყვედ.
ტყვეობაში მყოფი ქალების მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმეა, აღნიშნა ნატალია ზარიცკამ.