საქართველო სრულად გრძნობს პასუხისმგებლობას და ვალდებულებას ევროკავშირის თორმეტივე პრიორიტეტის მიმართ

ევროკავშირის აქტიური როლი მდგომარეობს იმაში, რომ მხარს უჭერს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ხაზი გაესვა ევროკავშირის მედიაციით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულების აუცილებლობას.

„ჩვენ გვინდა ვთქვათ, რომ საუბარი გვქონდა უკრაინაში მიმდინარე ომზე, მათ შორის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზებზე, რომელიც 2008 წლიდან დაიწყო, როდესაც რუსეთთან მასშტაბური ომი წარმოებდა. მას შემდეგ რუსეთს ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი. ევროკავშირის აქტიური როლი მდგომარეობს იმაში, რომ მხარს უჭერს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია.

ჩვენს ევროპელ კოლეგებს გავუზიარეთ ჩვენი შეფასება ამ საკითხთან მიმართებით და ხაზი გავუსვით ევროკავშირის მედიაციით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულების აუცილებლობას. მადლობა მინდა უმაღლესო წარმომადგენელო გადაგიხადოთ საბჭოს სხდომის მასპინძლობისთვის. ჩვენ ერთგულნი ვართ იმ ფასეულობების, იმ მიზნების მიმართ, რომელიც ერთად შევაჯერეთ “, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, საქართველო სრულად გრძნობს პასუხისმგებლობას და ვალდებულებას იმ თორმეტივე პრიორიტეტის მიმართ, რომელიც გამოავლინა საბჭომ.

დიდი მადლობა ბატონო უმაღლესო წარმომადგენელო, ევროკომისარო, მოგესალმებით. დღევანდელი საბჭოს სხდომა ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იმდენად, რამდენადაც ისტორიული გადაწყვეტილების შემდეგ, რომელიც ევროკომისიამ მიიღო საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ, პირველად ვხვდებით ასეთ გაფართოებულ ფორმატში, ვიხილავთ საქართველოს წინსვლას, ამ კომპლექსურ, მაგრამ ძალიან მოტივირებულ გზაზე და ეს გზა ჩვენ მიგვიყვანს იქამდე, სადაც საქართველოს მიაჩნია, რომ ბუნებრივად ეკუთვნის. ჩვენ გვაქვს საერთო ღირებულებები და ფასეულობები, საერთო მიზნები, ჩვენ მხარს ვუჭერთ მშვიდობას და სოლიდარობას.

 ევროპული პერსპექტივა დიდ პასუხისმგებლობასთან ერთად მივიღეთ. ეს აბსოლუტურად კარგად გვესმის, რათა უზრუნველვყოთ უმაღლესი პოლიტიკური და ეკონომიკური თავსებადობა ევროკავშირთან. ეს ისტორიული გადაწყვეტილება აბსოლუტურად ახალ სამიზნე ორიენტირებს გვისახავს და ეს აბსოლუტურად ახალ რეალობაში ამყოფებს საქართველოს. საქართველო სრულად გრძნობს პასუხისმგებლობას და ვალდებულებას იმ თორმეტივე პრიორიტეტის მიმართ, რომელიც გამოავლინა საბჭომ “, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო ასოცირების დღის წესრიგის ერთგულია, რომელშიც გაწერილია საქართველოსა და ევროკავშირის საერთო დღის წესრიგის ამბიციური მიზნები.

ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებისთანავე, პირველ ივლისს კონკრეტული სამოქმედო გეგმა წარმოვადგინეთ, რომელშიც კონკრეტული ვადები იყო გაწერილი თითოეული პრიორიტეტის მიმართ და დავიწყეთ ინკლუზიური პროცესი, რომელშიც სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები არიან ჩართული: ოპოზიციური პარტიები, მთავრობა და სამოქალაქო საზოგადოება. თუმცაღა, გულისტკენით უნდა აღვნიშნო, რომ ზოგიერთი პოლიტიკური პარტია ამ პროცესში არ იღებს მონაწილეობას.

ჩვენ ვგრძნობთ ერთგულებას ასოცირების შეთანხმების სრულ ათვისებაზე, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის, 2027 წლამდე ასოცირების დღის წესრიგის, რომელშიც გაწერილია ჩვენი საერთო დღის წესრიგის ამბიციური მიზნები. ეს არის ერთიანი ბაზრის ათვისება, რაც ჩვენი მთავარი მიზანია. დაკავშირებადობის საკითხის წინსვლა, მათ შორის შავი ზღვის რეგიონში, ასევე, მთლიანად რეგიონში, განსაკუთრებით არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების და იმ მთავარი საკითხების გათვალისწინებით, მათ შორის ენერგოუსაფრთხოება, სურსათის უვნებლობა და უსაფრთხოება. ჩვენ ევროპელ კოლეგებს მოვუწოდებთ, რომ ჩაერთონ ამ საკითხში და გლობალურ დაკავშირებადობის რუკაზე საქართველო კარგად გამოისახოს“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.