ყაზახეთი, საქართველოს, ირანის, აზერბაიჯანისა და თურქეთის პორტებში შიდა ტერმინალური ქსელების შექმნის საკითხს განიხილავს.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ამის შესახებ, მთავრობის სხდომაზე ყაზახეთის ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრმა კაირბეკ უსკენბაევმა განაცხადა.
მისი თქმით, გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, ყაზახეთი სატრანზიტო პოტენციალის კიდევ უფრო განვითარებას აპირებს. კერძოდ, ქვეყნის ხელისუფლება გეგმავს:
- ყაზახეთის სატრანსპორტო და ლოგისტიკური პოტენციალის განვითარების კონცეფციის შემუშავება 2030 წლამდე;
- სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და მოდერნიზაციის პროექტების განხორციელება;
- ყაზახეთი გეგმაშია უზრუნველყოს მეზობელ სახელმწიფოებთან სახელმწიფო საზღვარზე საგუშაგოების განვითარება;
ამასთან, ყაზახეთის მიზანია ერთიანი ციფრული დერეფნის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს სატრანსპორტო დოკუმენტების უწყვეტ გაცვლასა და საერთაშორისო ბაზრებზე წვდომას.