საქართველოში ნიდერლანდების ელჩი: საქართველომ უნდა გააძლიეროს ძალისხმევა, რათა პლურალისტული, დამოუკიდებელი მედიაგარემო უზრუნველყოს

"საქართველომ უნდა გააძლიეროს ძალისხმევა, რათა უზრუნველყოს თავისუფალი, პლურალისტული და დამოუკიდებელი მედიაგარემო", - ამის შესახებ საქართველოში ნიდერლანდების ელჩმა მარია ქრისტინა ვან კოლდამ განაცხადა.

„ვურჩევ, საქართველოს, გააძლიეროს ძალისხმევა, რათა უზრუნველყოს, რომ მედიაგარემო იყოს თავისუფალი, პლურალისტული და დამოუკიდებელი. ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რეკომენდაცია და ამასთან დაკავშირებულია კიდევ ერთი რეკომენდაცია, რომელიც სასამართლო რეფორმას და დამოუკიდებელ სასამართლოს ეხება. რა თქმა უნდა, ჩვენ 12-ვე რეკომენდაციას ვუჭერთ მხარს, თუმცა ეს ორი არის ძალიან მნიშვნელოვანი.

ჩვენი საელჩო მზად არის, იმუშაოს ყველასთან საქართველოში ამის განსახილველად“, – აღნიშნა მარია ქრისტინა ვან კოლდამმა.