პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების გეგმა 70%-ით არის შესრულებული, აგრესორზე ზეწოლა უნდა გაიზარდოს და რუსეთი ტერორიზმის სახელმწიფო სპონსორად დასახელდეს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის მორიგი შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის ანდრი ერმაკის და აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი მრჩეველის, ელჩი მაიკლ მაკფოლის თავმჯდომარეობით გაიმართა.
ერმაკმა ჯგუფის წევრებს მადლობა გადაუხადა ნაყოფიერი მუშაობისთვის, რომელიც უკვე ხუთი თვეა, მიმდინარეობს და მიულოცა მათ მნიშვნელოვანი შედეგის მიღწევა.
რუსეთის წინააღმდეგ სანქციების საერთაშორისო სამუშაო ჯგუფი პრეზიდენტ ზელენსკის ინიციატივით შეიქმნა.