ერდოღანის განცხადებით, თურქეთში „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი დააკავეს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, თურქეთში ტერორისტული ორგანიზაციის „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერის ბაშარ ხათაბ ღაზალ ალ-სუმეიდანის დაკავების შესახებ, (კოდური სახელით აბუ ზეიდი), განაცახდა. 

ბალკანეთის ტურნედან დაბრუნების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას თურქეთის ლიდერმა განაცხადა, რომ ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერი სტამბოლის პოლიციის დეპარტამენტისა და ეროვნული სადაზვერვო ორგანიზაციის (MİT) წარმატებული ოპერაციის შედეგად დააკავეს.

ერდოღანმა აღნიშნა, რომ ალ-სუმეიდანი, აბუბაქრ ალ-ბაღდადისა და აბდულა კარდაშის ლიკვიდაციის შემდეგ, ISIS-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ლიდერია.