ამერიკელი კონგრესმენი, ადამ კინზინგერი, საქართველოს ხელისუფლებაში რუსული გავლენების შესახებ აცხადებს. ამის შესახებ, მან Twitter-ზე დაწერა.
„ჩემს მეგობრებს საქართველოში. მე ვამაყობ, რომ ვარ საქართველოს ჯგუფის თავმჯდომარე. თუ თქვენი ქართული ლეგიონი არ შთაგაგონებთ რუსეთის გავლენისა და მისი წარმომადგენლების განდევნას თქვენი მთავრობიდან და საზოგადოებიდან, არ ვიცი, სხვამ რამ შეიძლება შთაგაგონოთ. ვამაყობ ქართული ლეგიონით“, - წერს კიზინგერი სოციალურ ქსელში.