მსოფლიო ბანკის, ევროკომისიის და უკრაინის მთავრობის ერთობლივი შეფასებით, ომის შემდეგ ქვეყნის აღდგენა თითქმის $350 მილიარდი დაჯდება. ამის შესახებ დღეს მსოფლიო ბანკის წარმომადგენელმა განაცხადა.
რუსეთის ჯარების მიერ ამ ომში მიყენებული პირდაპირი მატერიალური ზარალი მსოფლიო ბანკის მიერ $97 მილიარდადაა შეფასებული.
უკრაინის მშპ 2021 წელს, რუსეთის შემოჭრამდე, $200 მილიარდი იყო. ევროკავშირი დღეს შეთანხმდა გადაწყვეტილებაზე უკრაინისთვის 5 მილიარდი ევროს მაკროფინანსური დახმარების გამოყოფის შესახებ, კრიტიკული ინფრასტრუქტურისა და მთავრობის ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად.
„შემოჭრის ზარალს იგრძნობენ თაობები - ოჯახების განცალკევების, პიროვნული განვითარების შეფერხების, კულტურული მემკვიდრეობის განადგურების გამო“, - ნათქვამია ანგარიშში.