ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის განცხადებით, უკრაინის სამხედრო ძალები ლისიჩანსკის მისადგომებთან არიან.
„ლისიჩანსკი, მშვენიერი უკრაინული ქალაქი. ბევრი სამუშაო დაგვჭირდება მის აღსადგენად. უკრაინელი სამხედროები ლუგანსკის ოლქში, ლისიჩანსკის მისადგომებთან იმყოფებიან“ - წერს გაიდაი.
მოგვიანებით, ტელემარათონის ეთერში, გაიდაიმ თქვა, რომ დამპყრობლები მასობრივად გარბიან ლუგანსკის რეგიონიდან.
„ვიცი, რომ ისინი ორგანიზებულად გარბიან და ტოვებენ ლუგანსკის რეგიონს. რა „რეფერენდუმები“? აქ ხალხი უკვე წერს უამრავ შეტყობინებას: „გთხოვთ, მალე შემოდით, რადგან ჩვენ გვინდა ერთად აღვადგინოთ ლუგანსკის რეგიონი“, - თქვა გაიდაიმ.