უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებული კონტრშეტევის ფონზე, ე.წ. „დნრ-ის“ „ხელმძღვანელი“ დენის პუშილინი დონეცკიდან გაიქცა. საოკუპაციო ადმინისტრაციის „ხელმძღვანელი“ დიდი ალბათობით რუსეთის ტერიტორიაზე იმყოფება. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
დენის პუშილინის გაქცევის შეასახებ ინფორმაციას, მედია უკრაინის დაზვერვაში, საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. ამ ინფორმაციაზე უკრაინულ მხარეს ჯერ ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.
შეგახსენებთ, რომ აგვისტოს ბოლოს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევა დაიწყეს ხერსონისა და ხარკოვის ოლქების მიმართულებით, რაც უკვე თითქმის ორი კვირაა გრძელდება.
დღეს, 10 სექტემბერს, გავრცელდა ინფორმაცია კუპიანსკის გათავისუფლებისა და იზიუმში რუსული შენაერთების დატყვევების შესახებ.