ოლექსი დანილოვი: უკრაინის შეიარაღებული ძალები გაჩერდებიან იქ, სადაც უკრაინის ინტერესები დასრულდება

უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, ოლექსეი დანილოვმა „ამერიკის ხმასთან“ განაცხადა, უკრაინის შეიარაღებული ძალები კი მათი კონტრშეტევის დროს გაჩერდებიან იქ, სადაც მთავრდება უკრაინული მხარის ინტერესები. 

„ჩვენ უნდა გვესმოდეს: თუ რუსეთი დარჩება ისეთ ფორმაში, როგორშიც არის, მაშინ მხოლოდ დროის საკითხია, როდის დაიწყებს მეორე ომს. უკრაინის ამოცანაა, რუსეთი გავხადოთ ისეთი, ფიქრის სურვილიც კი არ ჰქონდეს, რომ შეუძლია, თავს დაესხას მეზობლებს, განსაკუთრებით ისე, როგორც ეს გააკეთა ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით“, - თქვა დანილოვმა.

ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა განაცხადა, რომ ომი მხოლოდ რუსეთის მიერ უკრაინის დროებით ოკუპირებული ყველა ტერიტორიის გათავისუფლების შემდეგ დასრულდება.

„უკრაინის შეიარაღებული ძალები გაჩერდებიან იქ, სადაც დასრულდება ჩვენი ინტერესები და ეს ბევრ გარემოებაზე იქნება დამოკიდებული", - დასძინა დანილოვმა.