დენის შმიგალი: უკრაინამ სტრატეგიულად გაიმარჯვა

ამ წლის ბოლომდე უკრაინას აქვს ამბიციური გეგმები, რომ  ევროკომისიის მიერ შეთავაზებული შვიდივე პირობა შეასრულოს და ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები განაგრძოს. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინამ დაიცვა თავისი არჩევანი და განაგრძობს წინსვლას დასავლეთისკენ.

„ჩვენ ძალიან სწრაფი ტემპით ვიმოქმედებთ. ჩვენ გავაანალიზეთ, თუ როგორ გაიარეს ეს გზა სხვა ქვეყნებმა. მათ დასჭირდათ ხუთი, შვიდი ან რვა წელი. ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ ეს „მოგზაურობა“ მაქსიმუმ ორ წელიწადში დავასრულოთ და მივაღწიოთ ჩვენს მიზანს - გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრები“, - განაცხადა შმიგალმა.

შმიგალმა მადლობა გადაუხადა შეიარაღებულ ძალებს და ყველა უკრაინელ სამხედროს, რომლებსაც წვლილი შეაქვთ ევროპული მომავლის უზრუნველყოფაში.

„ამ სისხლიანი ომის 200 დღის შემდეგ, მთავარი დასკვნა არის ის, რომ უკრაინამ სტრატეგიულად გაიმარჯვა. ჩვენ გავიმარჯვეთ ჩვენი თავისუფლების, ჩვენი დემოკრატიისთვის დაცვაში.

ისინი დარჩნენ თავის არქაულ საბჭოთა მოდელში თავისი პროპაგანდით, იმპერიული ამბიციებით, რისი მიღწევის საშუალებასაც ცხადია, არ მივცემთ“, - განაცხადა შმიგალმა.