„ომის დროს ბევრი რამ ვისწავლეთ, მათ შორის ისიც, რომ არ უნდა ვენდოთ მშვიდობის შესახებ მოლაპარაკებას, რასაც პარტნიორები გვთავაზობენ“, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა.
უკრაინა არ იღებს რუსეთთან „სამშვიდობო“ მოლაპარაკებების დაწყების შესახებ დასავლელი პარტნიორების რეკომენდაციებს და დონბასის და ყირიმის სრულ დეოკუპაციას მოითხოვს.
„საიდუმლოს გაგანდობთ, ბელორუსსა და სტამბოლში მოლაპარაკებების დროს, რუსებს ვეუბნებოდით, რომ მოლაპარაკებების გასაგრძელებლად ჯარი 23 თებერვლის პოზიციებზე დაებრუნებინათ. მაშინ ეს შესაძლებელი იყო. ასეთი ვარიანტი უკვე შეუძლებელია. ახლა უკრაინა ითხოვს დონბასის და ყირიმის სრულ დეოკუპაციას“, – აცხადებს ოლექსი რეზნიკოვი.