გაბრიელიუს ლანდსბერგისი: ომი პუტინის უპირობო კაპიტულაციით უნდა დასრულდეს

პუტინის გეგმა უკრაინის მსოფლიო რუკიდან წაშლის შესახებ ჩაიშალა. ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა Twitter-ზე დაწერა.

„პუტინის გენოციდური გეგმა უკრაინის მსოფლიო რუკიდან წაშლის შესახებ ჩაიშალა. მას არ შეუძლია მოლაპარაკება. ომი უნდა დასრულდეს მისი უპირობო კაპიტულაციით“, - წერს ლანდსბერგისი. 

მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის გმირები ყოველდღიურად აჭარბებენ მსოფლიო საზოგადოების მოლოდინს.

„ახლა უკვე დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინას შეეძლო რამდენიმე თვის წინ გაედევნა რუსეთი, თუ მას პირველივე დღიდან საჭირო აღჭურვილობა მიაწვდიდნენ. უკრაინა უფრო ადრე რომ შეიარაღებულიო, ათასობით სახლი არ დაინგრეოდა და ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადარჩებოდა“, - განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

„უკრაინის ხალხმა საკმარისზე მეტი გააკეთა ჩვენი პატივისცემის მოსაპოვებლად... ახლა ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ ამ ომის სწრაფად და სამუდამოდ დასრულებაში“, - თქვა ლანდსბერგისმა.