ვოლოდიმირ ზელენსკი: ჩემი პრინციპია - არ ველეპარაკები მათ, ვინც ულტიმატუმებს მიყენებს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ამ დროისთვის, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებისთვის მზად არაა.

„დღეს არა. მე ვერ ვხედავ ვერანაირ სურვილს რუსეთის მხრიდან იყოს კონსტრუქციული. რაც შეეხება ულტიმატუმებს: ჩემთვის არაა მნიშვნელოვანი, ვინ გამოდის ულტიმატუმებით - ის თუ ვინმე სხვა [თუ პუტინი პრეზიდენტის პოსტს დატოვებს]. ჩემი პრინციპია - არ ველაპარაკები მათ, ვინც ულტიმატუმებს მიყენებს“, - განაცხადა ზელენსკიმ. 

ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთთან შეთანხმება შესაძლოა, რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიების განთავისუფლების შემდეგ გაფორმდეს.

„ყოველ შემთხვევაში, რუსეთს საზღვარი აქვს ჩვენთან, ყოველ შემთხვევაში, ის არის ჩვენი მეზობელი უზარმაზარი მოსახლეობით, ამიტომ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციის შემდეგ მოგვიწევს მათ გვერდით ცხოვრება, როგორც მეზობლები“, - განაცხადა ზელენსკიმ.