ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 51-ე სხდომა მიმდინარეობს

ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 51-ე სესია დაიწყო.

სხდომა გაეროში არგენტინის მუდმივი წარმომადგენლის, ფედერიკო ვილეგასის თავმჯდომარეობით ჟენევაში, გაეროს ოფისში იმართება. სხდომაზე, რომელიც 7 ოქტომბრამდე გაგრძელდება, 80-ზე მეტი ანგარიში განიხილება და 10-მდე ბრიფინგი გაიმართება.

სხდომაზე ვითარება 30-მდე ქვეყანაში განიხილება. ასევე იმსჯელებენ ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ კრიზისებზე სირიაში, შრი-ლანკაში, ეთიოპიასა და მიანმარში.

უკრაინის კომისია, ქვეყანაში უახლესი ვითარების შესახებ ახალ ანგარიშს წარადგენს.