უკრაინის ეროვნულმა გვარდიამ დონეცკის ოლქის ქალაქ სვიატოგორსკის გათავისუფლება დაადასტურა. უკრაინული მედიის ცნობით, ეროვნული გვარდიის პრესსამსახურმა შესაბამისი ვიდეო Facebook-ზე გამოაქვეყნა.
„ეროვნული გვარდიის, უკრაინის შეიარაღებული ძალების და ტერიტორიული თავდაცვის ნაწილები სვიატოგორსკში შევიდნენ. ნაბიჯ-ნაბიჯ, თითო მეტრით, ვათავისუფლებთ ჩვენს მიწას ოკუპანტისგან. გამარჯვება ჩვენი იქნება. დიდება უკრაინის ეროვნულ გვარდიას, დიდება უკრაინას“, - ნათქვამია ვიდეოში.