გაამკაცრეთ სანქციები - საჭიროა ევროკავშირის მერვე სანქციების პაკეტი. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, საღამოს ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„ერთად დავძლევთ რუსულ ტერორს. რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ უნდა იყოს აღიარებული. გაამკაცრეთ სანქციები - საჭიროა ევროკავშირის სანქციების მერვე პაკეტი. უნდა გაუზარდოთ დახმარება უკრაინას, პირველ რიგში დააჩქაროთ საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება ჩვენი სახელმწიფოსთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ.