ყასიმ ჟომართ თოყაევი თანახმაა, ყაზახეთის დედაქალაქს ისევ ასტანა ეწოდოს

ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ ჟომართ თოყაევი, ქვეყნის პარლამენტის ქვედა პალატის შეთავაზებას დათანხმდა, რომლის საფუძველზეც დედაქალაქს კვლავ ასტანა ეწოდება. 

დედაქალაქისთვის ქვეყნის პირველი პრეზიდენტის სახელის ნურ-სულთანის დარქმევის ინიციატივა თოყაევმა სამი წლის წინ, 2019 წლის 20 მარტს გამოაცხადა - იმ დღეს, როდესაც ის პრეზიდენტი გახდა. 

ყაზახეთის პარლამენტმა იმავე დღეს ორი მოსმენით მხარი დაუჭირა ყაზახეთის დედაქალაქისთვის სახელის გადარქმევას. დედაქალაქის სახელის შეცვლის წინააღმდეგ გამართული აქციები და საპროტესტო გამოსვლები დაპატიმრებებით დასრულდა.