უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, სულ რაღაც ორ საათში, ადგილობრივი დროით 14:00 საათიდან 16:00 საათამდე, ქვეყნის სამხრეთ და აღმოსავლეთით, მათ ორი რუსული სამხედრო თვითმფრინავი - ბომბდამშენი და თავდასხმის თვითმფრინავი, ასევე ერთი დრონი გაანადგურეს.
„ხერსონის რაიონში ოდესის საჰაერო სარდლობის „სამხრეთის“ 160-ე საზენიტო-სარაკეტო ბრიგადის მებრძოლებმა გაანადგურეს რუსული სუ-24 ბომბდამშენი. დონეცკის რაიონში კი დასავლეთის საჰაერო სარდლობის შეპეტოვსკის მე-11 საზენიტო სარაკეტო პოლკის საზენიტო მსროლელებმა ჩამოაგდეს სუ-25“, - ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალების ოფიციალური ტელეგრამარხი ავრცელებს.