გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა სატელეფონო საუბარი გამართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან და რამდენიმე საკვანძო საკითხი განიხილა. ამის შესახებ მედია გერმანიის მთავრობის სპიკერზე შტეფენ ჰებესტრეიტზე დაყრდნობით წერს.
ეს ორი ლიდერის პირველი საუბარია მრავალი კვირის განმავლობაში და ის 90 წუთს გაგრძელდა, წერს მედია.
გერმანული პრესის სააგენტოს (DPA) ცნობით, შოლცმა პუტინთან სატელეფონო საუბრისას, დაჟინებით მოითხოვა უკრაინის კრიზისის დიპლომატიური გადაწყვეტა, რაც შეიძლება მალე ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შეთანხმების მიღწევა, რუსული ჯარების სრული გაყვანის გზით უკრაინის ტერიტორიიდან.
მოლაპარაკებების დროს შოლცი ასევე შეეხო ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და შავი ზღვის პორტებიდან უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის საკითხებს.