რომის პაპი: ჩვენ, ვინც საკუთარ თავებს მორწმუნეებს ვუწოდებთ, როგორ უნდა დავეთანხმოთ სიცოცხლის განადგურებას?!

არ შეიძლება, რელიგია ომის ბოროტების გასამართლებლად იყოს გამოყენებული. ჩვენ, ვინც საკუთარ თავებს მორწმუნეებს ვუწოდებთ, როგორ უნდა დავეთანხმოთ სიცოცხლის განადგურებას? - ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ განცხადა.

რომის პაპმა ყაზახეთში მიმდინარე მსოფლიო და ტრადიციული რელიგიის ლიდერთა VII სხდომის მონაწილეებს მიმართა და აღნიშნა, რომ ძალადობა არასოდეს არ უნდა იყოს გამართლებული. 

„ღმერთი მშვიდობაა. ის ყოველთვის მიგვიძღვის მშვიდობის და არა ომის გზისკენ. თუ შემოქმედი, რომელსაც ჩვენ მივუძღვენით ჩვენი ცხოვრება, არის ადამიანის სიცოცხლის შემოქმედი, ჩვენ, ვინც საკუთარ თავებს მორწმუნეებს ვუწოდებთ, როგორ უნდა დავეთანხმოთ სიცოცხლის განადგურებას? ძალადობა არასოდეს არ უნდა გავამართლოთ. ნუ დავუშვებთ უვიცთა მიერ სიწმინდის გამოყენებას. სიწმინდე არასდროს არ უნდა იყოს ძალაუფლების საყრდენი“, - განაცხადა პაპმა.


ასევე წაიკითხეთ: