„ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლით - „ქართული ოცნების“ უკანასკნელი პერიოდის რიტორიკა, მათ მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები და ქმედებები ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მისწრაფებებს და შექმნილია საქართველოს იზოლაციისთვის აშშ-სა და ევროპისგან,“ - შესაბამისი განცხადება ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა სოციალურ პლატორმა X-ზე გაავრცელა.
სალივანის თქმით, საქართველოს პარლამენტარები დგანან კრიტიკული არჩევანის წინაშე, ან მხარი დაუჭირონ ქართველი ხალხის მისწრაფებებს ან გაიტანონ „კრემლის სტილის უცხოური აგენტების კანონი.“
„ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლით. საქართველოს პარლამენტარები კრიტიკული არჩევანის წინაშე დგანან - დაუჭირონ მხარი ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს თუ მიიღონ კრემლის სტილის უცხოური აგენტების კანონი, რაც ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ღირებულებებს.
„ქართული ოცნების“ უკანასკნელი პერიოდის რიტორიკა, წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები და ქმედებები ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მისწრაფებებს და შექმნილია ქართველების იზოლაციისთვის ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპისგან. ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით,“ - განაცხადა სალივანმა.
-
ო'ბრაიენი: ღრმად შეწუხებულები ვართ იმ ადამიანებზე ძალადობითა და დაშინებით, ვინც ეწინააღმდეგება კრემლის მიერ შთაგონებულ უცხოური გავლენის კანონპროექტს
-
სახელმწიფო დეპარტამენტის შემდეგ, ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს თეთრი სახლი აკრიტიკებს