უკრაინის უსაფრთხოების სამსახური (SBU) იტყობინება, რომ კიევში ტერაქტები აღკვეთა. უკრაინის სპეცსამსახური აცხადებს, რომ ტერაქტებს 9 მაისისთვის რუსეთის სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველო ამზადებდა.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, დაკავებული არიან შემსრულებლები.
„СБУ-მ წინმსწრებად იმოქმედა, ტერაქტის შემსრულებლებს საქმეზე წაასწრეს. ასევე შეგროვდა მტკიცებულებათა ბაზა, რაც უეჭველად ადასტურებს რუსეთის კვალს,“ განუცხადა BBC-ს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა არტემ დეხტიარენკომ.
უკრაინის სპეცსამსახურს დეტალები არ გაუსაჯაროებია.
მანამდე, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ გამოააშკარავა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ქვეყნის სხვა მაღალი რანგის ხელმძღვანელთა მკვლელობის გეგმა. უწყებამ თავდასხმების მომზადებაში რუსეთის ხელისუფლება დაადანაშაულა.