გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ბერლინში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გერმანიის ჩრდილოეთ საპორტო ქალაქებში შენდება თხევადი გაზის ტერმინალები, იმისთვის, რომ მაქსიმალურად გაიზარდოს გაზის იმპორტი საქართველოში, რათა მიღწეული იყოს ენერგოდამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი.
„ჩვენ ვისწავლეთ ჭკუა და ვცდილობთ გაზის მომარაგების სხვადასხვა წყაროები გვქონდეს, არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელს ევროკავშირში. ამისათვის ევროპაში ვავითარებთ ინფრასტრუქტურას, რომელიც გაზის ურთიერთგაცვლას და იმპორტს გახდის შესაძლებელს.
გაზის მოწოდებასთან დაკავშირებით ძალიან ბევრ ქვეყანასთან ვდებთ ხელშეკრულებას. გავზარდეთ იმპორტი ნორვეგიიდან და ნიდერლანდებიდან. ბელგიის, ნიდერლანდების და საფრანგეთის საპორტო ქალაქებიდან შემოდის გაზი.
გერმანიის ჩრდილოეთ საპორტო ქალაქებში შენდება თხევადი გაზის ტერმინალები და ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მაქსიმალურად გავზარდოთ გაზის იმპორტი საქართველოში და მივაღწიოთ ენერგო დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს“, - აღნიშნა ოლაფ შოლცმა.