საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შექმნის 14 წლისთავს Twitter-ზე ეხმაურება.
„14 წლის წინ, ამ დღეს, ევროკავშირმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია შექმნა, რაც საქართველოში მშვიდობისა და უსაფრთხოების მიმართ ევროპის სოლიდარობისა და ერთგულების გამოხატულება იყო.
მადლობელი ვარ მისიის ყველა წევრის, რომლებმაც წლების განმავლობაში, მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერაში საკუთარი წვლილი შეიტანეს“, - წერს ზურაბიშვლი სოციალურ ქსელში.