რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ მორალურად ლეგიტიმურია, რომ რუსული აგრესიისგან თავის დასაცავად ქვეყნებმა უკრაინას იარაღი მიაწოდონ.
ჟურნალისტებთან საუბრისას რომის პაპმა, რომელიც ყაზახეთიდან, სამდღიანი მოგზაურობიდან ბრუნდებოდა, მოუწოდა კიევს ღია დიალოგისკენ, მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება, რთული იყოს უკრაინული მხარისთვის.
„ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება იყოს მორალური, მორალურად მისაღები, თუ ეს მორალის პირობებში კეთდება. თავდაცვა არამხოლოდ კანონიერია, არამედ სამშობლოსადმი სიყვარულის გამოხატულებაა. ვინც საკუთარ თავს არ იცავს, ვინც რაღაცას არ იცავს, ის არ უყვარს. ისინი, ვინც იცავენ რაღაცას, უყვართ“, - განაცხადა რომის პაპმა.