რუსეთის ჯარებმა ქალაქ ხარკოვის სლობოდასა და კიევის რაიონები დაბომბა. ამის შესახებ ხარკოვის მერმა იგორ ტერეხოვმა განაცხადა.
„დაიბომბა საცხოვრებელი სახლები სლობოდსკის რაიონში. წინასწარი ინფორმაციით, სახლთან მანქანა იწვის, დაზიანებულია კომუნიკაციები", - წერს ის Telegram-ში.
ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ სინეგუბოვმა დააზუსტა, რომ სლობოდსკის და კიევსკის რაიონებში სარაკეტო იერიში, ადგილობრივი დროით დაახლოებით 3.30 საათზე დაფიქსირდა.
მისივე თქმით, მსუბუქი ჭრილობები ორმა ზრდასრულმა და ორმა ბავშვმა მიიღო.