ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის გენერალური პროკურორი სერგეი გორენკო და მოადგილე ეკატერინა სტეგლენკო, კაბინეტში აფეთქებისას დაიღუპნენ. ამის შესახებ უკრაინული და რუსული მედია წერს.
აფეთქება დაახლოებით 11:30 საათზე მოხდა,განაცახდა ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენელმა ანდრეი მაროჩკომ.
მან პროკურატურიდან გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს შენობის მესამე სართულზე დაზიანებული ფანჯრები.
„ინტერფაქსს“ სასწრაფო დახმარების სამსახურიმა აცნობა, რომ ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის გენერალურ პროკურატურაში ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა.